ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზაზე, 2 პროექტის ფარგლებში, ჯამში, 7.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამავე ცნობით, რეაბილიტირებული მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფლების ზემო ხანდაკის და კავთისხევის ტერიტორიაზე გადის.

პროექტის შესაბამისად, მოეწყო ასფალტბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, გვერდულები და საგზაო ნიშნები. ასევე,  მოინიშნა გზის სავალი ნაწილი.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 5.8 მილიონი ლარი შეადგინა.