Galup-მა 2024 წლის მსოფლიოს ბედნიერების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით მსოფლიოში ცხოვრებით კმაყოფილების მხრივ ყველაზე წინ ფინელები არიან. სამეულშია დანია და ისლანდია. საქართველო ამ რეიტინგში 91-ე ადგილზეა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას, მათ შორის უზბეკეთს, ყაზახეთს, რუსეთს, ყირგიზეთს, სომხეთსა და ტაჯიკეთს ჩამორჩება. Galup-ის რეიტინგში საქართველოზე წინაა მოზამბიკი, საქართველოს მოსდევს ერაყი და ირანი.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე ბედნიერები უზბეკეთში არიან და ამ სიაში 47-ე ადგილი უკავიათ; 49-ზეა - ყაზახეთი; 72-ზე - რუსეთია; 75-ზე - ყირგიზეთი, 82-ზე - სომხეთი, 89-ზე - ტაჯიკეთი და Galup-ის მონაცემებით ყველა მათგანი საქართველოზე წინაა ამ რეიტინგში. ბედნიერების ინდექსით,  სამეზობლოში საქართველოს ჩამორჩებიან -  თურქეთი (98-ე ადგილი), აზერბაიჯანი (101) და უკრაინა (105).

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული ასეთია:

1. ფინეთი

2. დანია

3. ისლანდია

4. შვედეთ

5. ისრაელი

6. ნიდერლანდები

7. ნორვეგია

8. ლუქსემბურგი

9. შვეიცარია

10. ავსტრალია

Galup-ის რეიტინგის მიხედვით ყველაზე დაბალი ინდექსი (143) ავღანეთს აქვს. ის ამ სიის ბოლო ქვეყანაა. სამეულშია - ლიბანი და ლესოთო.

რეიტინგის ბოლო ათეული ასე გამოიყურება:

143. ავღანეთი,

142. ლიბანი,

141. ლესოთო,

140. სიერა ლეონე,

139. კონგო,

138. ზიმბვაბვე,

137. ბოცვანა,

136. მალავი,

135. ესვატინი,

134. ზამბია.