საბაჟო გამშვებ პუნქტებში "ყაზბეგი“, "თბილისის აეროპორტი“ და "ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 122 300 აშშ დოლარი, 5 680 000 რუსული რუბლი, 2 407 000 სომხური დრამი და 11 775 ლარი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 507 646,96 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი საქართველოსა და ბელარუსის მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში, 27 595,722 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევა.
ყაზბეგში, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში დიდი ოდენობით თანხის შემოტანის მცდელობები აღკვეთეს
ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს. ის ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფოა მსოფლიოში - ირაკლი კობახიძე
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს - Financial Times
ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ - შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა - ირაკლი კობახიძე
ჯო უილსონი არის სრულიად არასერიოზული კაცი ყველა თვალსაზრისით და მგონი, არავინ აღიქვამს მას სერიოზულად არც საკუთარ ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე
„ადრე იყო შავი და თეთრი სამყარო“ – ირაკლი კობახიძე