ვიდეოსამეთვალყურეო კამერების შესასყიდად თბილისის მერია 1 მლნ-ის ტენდერს აცხადებს. შესყიდვა 4 აგვისტოს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 31 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება. მოწოდების ვადად მითითებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის დავალების შესაბამისად.
ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მიწოდებასთან ერთად, მიმწოდებელმა უნდა გაწიოს თანმდევი მომსახურებით - მოწყობა და კონფიგურაცია.
შემსყიდველის დავალების შემთხვევაში, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება ერთდროულად 3 ლოკაციაზე.
შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით - მოწყობა და კონფიგურაცია) მიწოდების ადგილები:
- ქ.თბილისი, მოსკოვის გამზირის მიმდებარედ არსებული ვარძიის სკვერი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: N01.19.34.004.258, N01.19.34.004.257);
- ქ.თბილისი, ზემო ფონიჭალაში, კორპ N2-3-7-9-11-ის მიმდებარედ არსებული სკვერი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.18.13.023.038);
- ქ.თბილისი, რ. ხომლელისა და გ. აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ არსებული პარკი, ე.წ. „დამპალოს პარკი“ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.19.19.004.069);
- ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის მოედნის მიმდებარედ არსებული ერევნის სახელობის სკვერი;
- ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის მოედნის მიმდებარედ არსებული მიმინოს სკვერი;
- ქ.თბილისი, კოსტავას ქუჩაზე, სპორტის სასახლის მიმდებარედ არსებული სკვერი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.10.13.040.122);
- ქ.თბილისი, ავჭალის დასახლებაში არსებული სკვერები (დ.სარაჯიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია (მთლიანი ქუჩის შუა ზოლი), დ. სარაჯიშვილის ქუჩა N6-ის მიმდებარედ არსებული სკვერი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.11.04.026.105) და ლიბანის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.11.03.007.149);
- ქალაქი თბილისი, ლვოვის ქ. N56 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N01.10.12.033.008) (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის ოფისი).
შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი და უნაკლო, შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში