ვეტერინარიულ და ცხოველის კომბინირებული საკვების საერთაშორისო გამოფენაზე VIV MEA 2023-ზე რეგისტრაცია დაიწყო.
გამოფენა ჩატარდება აბუ დაბიში, არაბთა გაერთიანებულ სამეფოში, 2023 წლის 20-22 ნოემბერს.
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაზე და დაამყარონ ურთიერთობა პოტენციურ პარტნიორებთან.
გამოფენაზე, რომელსაც საშუალოდ სტუმრობს 40 000 ვიზიტორი და ჰყავს 1000-მდე ეგზიბიტორი, საქართველოსთვის გამოყოფილია 54 კვ.მ. სივრცე.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3CsBCQ8