წარმატებული სტარტაპის დასაწყებად ახალგაზრდა ანტერპრენიორს მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს და მათ შორის უთუოდ ხვდება სწორი უნივერსიტეტის შერჩევაც. განათლების მაღალი დონე, ძლიერი რეპუტაცია და გავლენიანი კონტაქტები - ის უპირატესობებია, რომელთა მოცემაც უნივერსიტეტს შეუძლია.

სწორედ ამიტომ, გამოცემა PitchBook ყოველწლიურად იმ უნივერსიტეტების რეიტინგს აქვეყნებს, რომელთა კურსდამთავრებულები, საბაკალვრო თუ სამაგისტრო/სადოქტორო მიმართულებით, ყველაზე მეტ სტარტაპს აფუძნებენ. რეიტინგი სტარტაპების მიერ ბოლო ათწლეულში მოზიდული ვენჩურული კაპიტალის მიხედვით დგება.

შესაბამისად, რეიტინგში იმ კომპანიათა დამფუძნებლების მიხედვით დგება, რომლებმაც ვენჩურული დაფინანსება 2013 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 აგვისტოს შუალედში მოიპოვეს.

TOP 10 უნივერსიტეტი, რომლის ბაკალავრებიც ყველაზე მეტ სტარტაპს აფუძნებენ:

  • კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი - 1811
  • სტენფორდის უნივერსიტეტი - 1547
  • ჰარვარდის უნივერსიტეტი - 1352
  • პენსილვანიის უნივერსიტეტი - 1197
  • მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT) - 1175
  • კორნელის უნივერსიტეტი - 933
  • თელ-ავივის უნივერსიტეტი - 893
  • მიჩიგანის უნივერსიტეტი - 860
  • ტეხასის უნივერსიტეტი - 842
  • ილინოისის უნივერსიტეტი - 739

რაც შეეხება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულებს, მათი რეიტინგი ასე ნაწილდება:

  • სტენფორდის უნივერსიტეტი - 4214
  • ჰარვარდის უნივერსიტეტი - 3716
  • მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (MIT) - 2834
  • კოლუმბიის უნივერსიტეტი - 1885
  • კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი - 1804
  • პენსილვანიის უნივერსიტეტი - 1740
  • კემბრიჯის უნივერსიტეტი - 1391
  • ოქსფორდის უნივერსიტეტი - 1307
  • ნორსვესტერნ უნივერსიტეტი - 1286
  • ნიუ-იორკის უნივერსიტეტი - 1603

აღსანიშნავია, რეიტინგების სათავეში მოხვედრილი ორივე უნივერსიტეტი - ბერკლი და სტენფორდი - სან-ფრანცისკოშია დაფუძნებული, რომელიც PitchBook-ის მიერ სტარტაპის დასაწყებად საუკეთესო ქალაქადაა დასახელებული. თავის მხრივ, სტენფორდის ალუმნია OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ოლტმენიც, რომელმაც სწავლა მიატოვა. იგივე უნივერსიტეტი დაამთავრა Robinhood-ის თანადამფუძნებელმა ვლადიმირ ტენევმა. ბერკლის კურსდამთავრებულებს შორის კი DoorDash-ის დამფუძნებელი და CEO - ტონი შუ - და Flexport-ის დამფუძნებელი და CEO რაიან პეტერსენი ხვდებიან.

bm.ge