არქეოლოგი ამტკიცებს, რომ მისმა გუნდმა, დაკარგული ქალაქი – ატლანტიდა, საბოლოოდ, აღმოაჩინა! ამის საფუძვლად კი, იმ დამაჯერებელ მტკიცებულებებს ასახელებს, რომელიც მისმა გუნდმა მოიპოვა.

პლატონი თავის დიალოგებში – «ტიმეოსსა» და «კრიტიაში», განვითარებულ ცივილიზაციას აღწერდა, რომელიც დიდებულ ტაძრებს და ნავსადგურის მასიურ კედლებს აშენებდა, ვიდრე ის, 11 000 წელზე მეტი ხნის წინ, ოკეანემ არ შთანთქა.

ცნობილია, რომ პლატონი დიდი ფანტაზიის უნარით არ გამოირჩეოდა და ამიტომ, მისი ნდობა შეიძლება. მითუმეტეს, «კრიტია» ეთნოგრაფიული ბალადა კი არა, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, შექმნილი ნაშრომია. ატლანტიდის არსებობის ყველა დანარჩენი «ფაქტი» – ნათელმხილველების მონათხრობი, ე. წ. «საინფორმაციო ველებთან» კონტაქტის შემდეგია. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლებელია მოგონილიც კი იყოს, მაგრამ სწორედ მათი წყალობით გაჩნდა ისეთი «მეცნიერება», როგორიც ატლანტოლოგიაა. უფრო მეტიც, არსებობს ინსტიტუტები, რომლებშიც ატლანტების ცივილიზაციას სწავლობენ და ყველა ატლანტოლოგს, საკუთარი ვერსია აქვს, ატლანტების ცხოვრების და მათი ქალაქ-სახელმწიფოს დაღუპვის შესახებ.

და აი, დამოუკიდებელი მკვლევარი ბენ ვან კერკვიკი (Ben van Kerkwyk) ცოტა ხნის წინ, გადაცემის – The Joe Rogan Experience სტუმარი იყო, სადაც მან, ესპანეთის სანაპიროსთან გაკეთებული, აღმოჩენის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მითიური ქალაქი, სწორედ ის იყოს.

«ბრიტანელმა არქეოლოგმა მაიკლ დონელანმა (Michael Donnellan) სამხ. ესპანეთის სანაპირო შეისწავლა და ქ. კადისის (ანდალუსია) მახლობლად, ჩაძირული ქალაქის ნაშთები აღმოაჩინა. ის ფიქრობს, რომ ატლანტიდა, მთლიანად თუ არა, მისი მცირე ნაწილი აღმოაჩინა... და ის, ამაში 100 % დარწმუნებულია», – განაცხადა კერკვიკმა.

ხოლო, ამ ისტორიის მთავარმა გმირმა, მაიკლ დონელანმა Daily Mail–ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პლატონის ნაშრომებში აღწერილი ქალაქი, იდეალურად ემთხვევა, მისი მიერ აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევებს. მისი თქმით, კადისის რეგიონში არსებული პრეისტორიული დასახლებები და უძველესი მაღაროები, ატლანტიდის ცივილიზაციის არსებობის, ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებულებას წარმოადგენს.

«ეს აღმოჩენა, რომელიც წყალქვეშა სტრუქტურებს და ნალექით დაფარულ ტერიტორიებს მოიცავს, გვაფიქრებინებს, რომ მოულოდნელ ნგრევას ჰქონდა ადგილი», – ამტკიცებს ის.

მაიკლ დონელანი აღნიშნულ რეგიონს, მოწინავე ჰიდროაკუსტიკური სისტემის გამოყენებით, 8 წლის მანძილზე იკვლევდა. გარდა ამისა, ის იყენებდა მერლინ ბეროუსის თანამგზავრული კვლევის ტექნიკას და აეროფოტოსურათებს, ფარული სტრუქტურების აღმოსაჩენად.

«გუნდი სპეციალისტებისა და ტექნოლოგიების ფართო სპექტრს აერთიანებს – დაწყებული დაივინგის გუნდიდან, სკანირების ექსპერტებით და მეცნიერებით დამთავრებული» – აღნიშნა ინტერვიუს ბოლოს დონელანმა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თუნდაც, უმნიშვნელო წვლილი შეიტანა, ამ უდიდეს საქმეში.

წყარო: intermedia.ge