უკრაინამ NATO-ს წევრი ქვეყნები მიიწვია პროგრამაში, რომელიც შავი ზღვის განაღმვას ისახავს მიზნად. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.
ვიცე-ადმირალმა და უკრაინის ფლოტის მეთაურმა, ოლექსი ნეიჟპაპამ 2 ივლისს ArmiyaInform-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ კიევი „გეგმავს დაიწყოს ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაცია... შავ ზღვაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე". მისი თქმით, NATO-ს წევრ ქვეყნებთან და სხვა პარტნიორებთან გარკვეული შეთანხმებები არსებობს, რომ სამუშაოებში მონაწილეობა მათაც მიიღონ.
„გასულ თვეში კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ ნაღმების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მდინარე დნეპრზე განლაგებული რუსეთის სხვადასხვა თავდაცვითი მოწყობილობა შავ ზღვაში იქნა ჩარეცხილი“, - განაცხადა ნეიჟპაპამ.


