დასასვენებელი კომპლექსი Andamati Beach Resort-სთვის ზაფხულის სეზონი საკმაოდ აქტიურად დაიწყო და ივნისში უკვე საკმაოდ დატვირთულია. როგორც „კომერსანტთან“ სასტუმროს მენეჯერი გვანცა სამხარაძე აცხადებს, ივლისისა და აგვისტოს თვეები თითქმის მთლიანად დაჯავშნილია, სტუმრები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან.

„წელს სასტუმროს ძირითადად საქართველოს მოქალაქეები სტუმრობენ და ზღვის სეზონის გახსნასთან ერთად სასტუმროც საკმაოდ დატვირთულია. წინა წლებთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობაც გაზრდილია. ხშირად ვმასპინძლობთ ბიზნეს-შეხვედრებსა და კორპორაციულ წვეულებებს“ - განაცხადა სამხარაძემ.

„კომერსანტი“ ასევე დაინტერესტდა უკრაინაში კახოვკის დამბის აფეთქების შედეგად შავი ზღვის დაბინძურების შესახებ ინფორმაცია თუ აისახა "ანდამატის" ჯავშნებსა და ვიზიტორებზე, როგორც სასტუმროში ამბობენ ამ საკითხით ბევრი სტუმარი ინტერესდება.

„გვირეკავენ სტუმრები, ვისაც უკვე დაჯავშნილი აქვს სასტუმრო და გვეკითხებიან თუ როგორია წყალი, ხომ არ არის დაბინძურებული და ასე შემდეგ,  ამ მხრივ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სახელმწიფოსგან და მათი თქმით წყალი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ასევე სასტუმროში გვაქვს აუზი რომელიც ივსება ჩვეულებრივი წყლით და არა ზღვის წყლით“  -  განაცხადა გვანცა სამხარაძემ.

დასასვენებელი კომპლექსი Andamati Beach Resort დაბა გრიგოლეთში მდებარეობს და 32 ნომრისგან შედგება.