ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე 23 საცხორებელ სახლს, მათ შორის 15 მრავალბინიან საცხორვებელ კორპუსს სახურავები გადახადა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი, სტიქიის ადგილზე პირადად იმყოფებოდა და შესაბამის სამსახურთან ერთად გაეცნო არსებულ ვითარებას.

„მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ზარალს ითვლის. მიმდინარეობს ლოკალური სამუშაოები დროებითი ღონისძიებების გასატარებლად, პარალელურად, დაუყოვნებლივ დაიწყება სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.