ბრიტანულმა გამოცემა Condé Nast Traveller-მა ევროპის საუკეთესო პლაჟების რეიტინგი შეადგინა: გამარჯვებულები მოგზაურებისა და ჟურნალის მკითხველების ონლაინ გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდნენ.
პირველ ადგილზე გავიდა იტალიის ქალაქი სპერლონგა, ლაციოს რეგიონში. ადგილობრივმა სანაპირო ზოლმა ზოგიერთი ყველაზე ცნობილი პლაჟიც კი გადაფარა, როგორიცაა მალტის ლურჯი ლაგუნა, თურქული პატარა და პორტუგალიის პრაია და ფალესია.
სპერლონგა ტირენიის სანაპიროზე მდებარეობს რომსა და ნეაპოლს შორის, თუმცა, აქ ტურისტები ჯერ ცოტანი არიან. აქ 4000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს და სანაპიროს გასწვრივ თითქმის ხუთი კილომეტრიანი რბილი ქვიშაა, რომელსაც ზემოდან მთები დაჰყურებს. პლაჟის იქით უძველესი ქალაქი იწყება, ვიწრო, მოკირწყლული ქუჩებით, კიბეებითა და თეთრი სახლებით, რომლებიც ფერდობიდან ზღვისკენ ეშვებიან. ახლოს, იმპერატორ ტიბერიუსის უძველესი რომაული ვილის ნანგრევებია შემორჩენილი. გარდა ამისა, აქ უძველესი ქანდაკებები აღმოაჩინეს - მათი ნახვა ახლა ადგილობრივ არქეოლოგიურ მუზეუმშია შესაძლებელი.
Condé Nast Traveller-ის ვერსიით ევროპის 10 საუკეთესო პლაჟი:
Sperlonga, იტალია
Blue Lagoon, მალტა
Patara Beach, თურქეთი
Praia da Falésia, პორტუგალია
Falassarna Beach, საბერძნეთი
Playa de la Caleta, ესპანეთი
Zlatni Rat, ხორვატია
Playa de Ses Illetes, ესპანეთი
Porto Katsiki, საბერძნეთი
Fig Tree Bay, კვიპროსი