თუ ჩვენი წინაპრები ყველაზე ჭკვიანები იყვნენ და ყველაზე მაგრები ვიყავით, რატომ ვართ ყველაზე ღარიბები? - ამბობს ვიდეო მიმართვაში პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია.
„1921 წელს, როდესაც კომუნისტები მოვიდნენ, დაიპყრეს ჩვენი წინაპრები, ზოგი გაიქცა, ზოგი დახოცეს, წაართვეს ქონებები. მერე წაართვეს შვილები და ტრადიციული აღზრდის ნაცვლად აღზარდეს საბჭოთა სკოლებში, გამოზარდეს ის საბჭოთა თაობა, რომელიც 37 მანეთად დაფრინავდა სადღაც. მე არ ვერჩი ამ თაობას, მათ თავისი პრობლემები აქვთ, მე ყველაზე საცოდავი მგონია ჩვენი მშობლების და ბებია ბაბუების თაობა, იმ გაგებით რომ დააშინეს, კოლბაში აღზარდეს და გამოიყენეს საკუთარი შვილების და შვილიშვილების საბრძოლველად, რომლებიც დღესაც მათ ებრძვიან.
ქოცები ხომ სინამდვილეში სწორედ ამ თაობაზე დგანან. გამოუტენეს ხალხს ტვინი, რომ თითქოს 60-იან წლებში კარგად ცხოვრობდნენ. მე კომუნისტური რეპრესიის მსხვერპლის ოჯახში ვარ გაზრდილი და ზუსტად ვიცი ამ ბოროტების შინაარსში რას კომუნისტებმა მოაწყვეს და ამ ბოროტებათა შორის ყველაზე დიდი ბოროტება ბაბუაჩემის გადასახლება არ იყოს, არამედ ისეთი ადამიანების გამოზრდა, რომლებსაც ეს ყველაფერი კარგი ეგონათ და შვილებსა და შვილიშვილებს ამ მორალით ზრდის. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ბოროტება რაც კომუნიზმმა მოგვიტანა სწორედ ეს იყო და ამიტომ გვჭირდება 40 წელი (როგორც ბიბლიაში წერია მოსეზე), თაობის ცვლილება, რომ მონობის ის ტრენდი რომელიც თავს მოახვიეს, თავისუფლებაში დაბადებულმა ადამიანებმა უნდა შეცვალონ. მონობაში დაბადებულ ადამიანებში, მხოლოდ გამონაკლისს შეუძლია შეცვლა.
მე შემიძლია გეფეროთ და გითხრათ, რომ ქართველი ხალხი ყველაზე კარგები, ყველაზე მაგრები და ჭკვიანები ვართ, მაგრამ მაშინ თუ ჩვენი წინაპრები ყველაზე ჭკვიანები იყვნენ და ყველაზე მაგრები ვიყავით, რატომ ვართ ყველაზე ღარიბები? ჩვენ არ გვინდა ჩვენს წინაპრებზე არც კარგი ვილაპარაკოთ და არც ცუდი, გვინდა მარტო სადღეგრძელოები ვთქვათ, რაც კომუნისტების დროს იყო დასაშვები...“, - ამბობს იაგო ხვიჩია.