„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ 3 ცხენს ფასდაკლებით ყიდის.
სამივე პირუტყვი ცალ-ცალკე ლოტად იყიდება აუქციონზე, რომელიც 10 მაისსაა ჩანიშნულ. თითოეული მათგანის საწყისი ღირებულება 450 ლარია. შესყიდვის ფასი მოიცავს დღგ-ს. აღნიშნული ცხოველები თბილისში არიან.
სამივე ცხენი 26 აპრილს გამართულ აუქციონზეც იყიდებოდა, თუმცა ვერცერთი მათგანის გაყიდვა „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ“ ვერ შეძლო, მაშინ პირუტყვების საწყისი ფასი 600 ლარი იყო.
აუქციონზე გასაყიდად გამოყვანილი ცხენებიდან ორი მდედრია, ერთი კი მამრი. ერთ-ერთი დაახლოებით 15 წლისაა, ხოლო დანარჩენი ორი დაახლოებით 5-6 წლის.