ველი წელსაც წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ციფრული პარტნიორი იყო. იქ მოსულ ადამიანებს ველის სტენდი არაერთი საინტერესო აქტივობითა და საჩუქრით დახვდა როგორც მთავარ, ისე საბავშვო სივრცეში.

საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნის მიზნით, ველიზე ფესტივალის ფარგლებში ველიზე მომხმარებელს დღემდე არაერთი სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია, რომლითაც ქართული თუ ინგლისურენოვანი მრავალფეროვანი ჟანრის წიგნების შეძენას წლის საუკეთესო, საფესტივალო ფასად შეძლებს.

თუ ფესტივალზე მოსვლა ვერ მოახერხე, იქ რაიმე წიგნი ვერ იპოვე ან ბევრი რამე მოგეწონა და უბრალოდ მძიმე ჩანთის წამოღება ვერ შეძელი - ველიზე საფესტივალო 70%-მდე ფასდაკლებით წიგნების შეძენა 4 ივნისის ჩათვლით შეგიძლია.

ველიზე წიგნის შერჩევის გამოცდილება ძალიან ჰგავს ფესტივალის გამოცდილებას, რადგან აქ ყველა ქართული გამომცემლების ასორტიმენტს შეხვდები, ხოლო ჟანრობრივი კატეგორიზაციითა და მუდმივი განახლებებით ყოველთვის აღმოაჩენ სასურველ წიგნს, ან რაიმე სიახლეს. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით მაშინ მარტივდება, თუ წიგნს საჩუქრად არჩევ.

აქ პროდუქტების ონლაინ სასაჩუქრედ შეფუთვა და ნებისმიერ მისამართზე გაგზავნა სრულიად უფასოდ შეგიძლია.

აღმოაჩინე წიგნები საფესტივალო ფასად ველის ციფრულ თაროებზე და მიიღე შენაძენი უფასო მიწოდებით საქართველოს ნებისმიერ მისამართზე.