შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 741 909 რუსი შემოვიდა, 747 679-მა კი ქვეყანა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 2022 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 110%-ით აღემატება.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2023 წლის II კვარტალში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 4 918 036-ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 70% უცხოელი იყო, 30% კი - ქართველი. შემომსვლელებიდან, 1 092 903-მა მოქალაქემ ქვეყანაში 24 საათი და მეტი გაატარა, 257 872 მოქალაქე კი საქართველოში გავლით იმყოფებოდა.