2026 წლის 6 თვეში საქართველომ 658.9 ათასი აშშ დოლარის 129.2 ტონა პარაფინის არადეკორატიული სანთელი იყიდა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე 10%-ით მეტია.

როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელსაც, მთავარი იმპორტიორი ჩინეთია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ TOP-5 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც საქართველო სანთლებს ყიდულობს.

  • ჩინეთი - 382.6 ათასი აშშ დოლარის 71 ტონა;
  • აშშ - 60.4 ათასი აშშ დოლარის 27.3 ტონა;
  • გერმანია - 45 ათასი აშშ დოლარის 10.3 ტონა;
  • თურქეთი - 21.3 ათასი აშშ დოლარის 1.9 ტონა;
  • საფრანგეთი - 20.9 ათასი აშშ დოლარის ტონა.

bm.ge