კულტად ქცეული, ლეგენდარული, ვიდეოთამაში "ტეტრისი ("Tetris-ი) შესაძლოა ადამიანებს ტრავმული მოგონებებისა და არასასურველი "ფლეშბექების", ანუ, ტრავმული მოგონებების გაცოცხლების, შემცირებაში დაეხმაროს — ასეთ დასკვნამდე შვედეთის მკვლევრები მივიდნენ.
კვლევები აჩვენებს, რომ, სწორად გამოყენების შემთხვევაში, თამაში, შეიძლება, ტვინს დაეხმაროს მძიმე ვიზუალური მოგონებების დამუშავებაში.
მეცნიერების განმარტებით, ტრავმის შემდეგ ადამიანს ხშირად აწუხებს უცაბედი, შემაწუხებელი ვიზუალური მოგონებები. Tetris კი ძლიერ ვიზუალურ და სივრცით კონცენტრაციას მოითხოვს, რის გამოც ტვინის იმავე რესურსებს იყენებს, რომლებიც ამ intrusive memories-ის დროს აქტიურდება. შედეგად, მძიმე მოგონებების სიმძაფრე შეიძლება შემცირდეს.
2024 და 2026 წლებში გამოქვეყნებულმა დამატებითმა კვლევებმაც აჩვენა, რომ მოკლე, სტრუქტურირებული სესიები, სადაც გამოყენებულია Tetris, PTSD-ს სიმპტომებისა და ტრავმული ფლეშბექების შემცირებასთან იყო კავშირში, განსაკუთრებით მაღალი სტრესის მქონე სამედიცინო პერსონალში.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს თამაში თერაპიის სრულფასოვანი შემცვლელია. მძიმე ტრავმის შემთხვევაში პროფესიონალური ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული დახმარება კვლავ უმნიშვნელოვანესია. თუმცა მსგავსი მარტივი ინსტრუმენტები მომავალში დამხმარე მეთოდად შეიძლება გამოიყენონ.