ახალი წელი წარმოუდგენელია თოვლის პაპის და საჩუქრების გარეშე. შესაბამისად, თოვლის პაპის გამოძახების სერვისი 31 დეკემბერს განსაკუთრებით მოთხოვნადია. 

„კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რა ღირს თბილისში თოვლის პაპის გამოძახება. 

როგორც გავარკვიეთ 31 დეკემბრის საღამოდან 1-ელი იანვრის ღამის განმავლობაში ფასები დროის მიხედვით იცვლება. საცხოვრებელს სახლში თოვლის პაპის, იგივე სანტა კლაუსის სტანდარტული ვიზიტი 15-20 წუთის განმავლობაში გრძელდება. საჩუქარს თავად სერვისით მოსარგებლე ყიდულობს. 

18:00 და 19 საათი - 200 ლარი

20:00 საათი - 250 ლარი

21:00, 22:00 და 23:00 საათი - 300 ლარი

24:00 საათიდან - 350 ლარი

შესაძლებელია ასევე ქართველი თოვლის პაპის გამოძახებაც ჯოხით, თუმცა ამ შემთხვევაში ფასი განსხვავებულია და სერვისით მოსარგებლეს მინიმუმ 400 ლარის გათვალისწინება მოუწევს. 

თბილისში ასევე მოქმედებს რუსი „ძედ მაროზის“ და „სნეგურაჩკას“ გამოძახების სერვისი. 

ამ შემთხვევაში, 31 დეკემბერს:

19:00 საათიდან 23:00 საათამდე ვიზიტის ფასია

5 წუთი - 110 ლარი 

20 წუთი - 250 ლარი

30 წუთი - 320 ლარი

ახალი წლის ღამეს  - 1-ელ იანვარს ვიზიტის ფასია

01:00 საათიდან 03:00 საათამდე

5 წუთი - 110 ლარი

20 წუთი - 270 ლარი 

30 წუთი - 330 ლარი

„ძედ მაროზთან“ და „სნეგურაჩკასთან“ ერთად ახალი წლის შეხვედრაც შესაძლებელია. ამ შემთხვევაში ვიზიტი 50 წუთს გრძელდება და 600 ლარი ღირს.