თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 10 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის, უჯარმის, საექიმოს, ისნის, ჭრელაშვილის, მეველეს, მათიაშვილის და ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.