თბილისის მეტროს 2 სადგურში ვარკეთილსა და სამგორში შეფერხება იყო.

როგორც „კომერსანტს“ სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს მგზავრების გატარება ტურნიკების გაუმართაობის გამო ვერ ხდებოდა, თუმცა ამ დროისთვის პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მეტრო სრული დატვირთვით მუშაობს.