თბილისის მერიის 2024 წლის ბიუჯეტში სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსებისთვის 1,5 მლნ ლარი განისაზღვრა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ დრომდე მერიამ სახსრების ენდოპროთეზირება 196 ბენეფიციარს დაუფინანსა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 140 200 ლარი გაიცა.

„2024 წლის ბიუჯეტში ამ პროგრამის დაფინანსებისთვის დაახლოებით 1,5 მლნ ლარი არის გამოყოფილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.