კურიერების და ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება. ისინი ახლა აქციას ერთ-ერთ რესტორანთან მართავენ, სადაც ტაქსის კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომლებსთვის წვეულებას მართავს.

გაფიცულები კომპანია "ბოლტის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა. მძღოლებმა რესტორნის შესასვლელების ბლოკირება გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს.

აქციის მონაწილეები სატარიფო პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მძღოლები ქალაქის პარალიზებით იმუქრებიან.

"ეს ადამიანები არ ითვალისწინებენ ჩვენს აზრს, არ ითვალისწინებენ იმ ყოველდღიურობას, რაც ჩვენ გვიჭირს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვედით აქ იმისთვის, რომ „ბოლტის“ ხელმძძღვანელობას გავესაუბროთ. გარდა ამისა, მოვუწოდოთ ჩვენს მთავრობას, რომ მაქსიმალურად ყურდა იღოს ჩვენი მოთხოვნები, იმიტომ, რომ ჩვენი პრობლემა დასალაგებელია. თუ ისინი გადადგამენ იმ ნაბიჯს, რომ ჩვენთან კომუნიკაციაზე არ გამოვლენ, ჩვენ მივიღებთ უკიდურეს ზომებს, არ გავხსნით გზებს და იძლებულები გახდებიან ეს ადმაიანები, გამოვიდნენ ჩვენთან კომუნიკაციაზე. თუ არადა, გაჩერდება მთელი ქალაქი, მთელი მომსახურების სფერო, - ამბობს აქციის მონაწილე მძღოლი. 

წყარო: tv pirveli