შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, 10 წლის ბავშვს დენმა დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,მთავარი არხი'' ავრცელებს.
ამავე ცნობით, შემთხვევა 23 სექტემბერს მოხდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოზარდს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გონება ჰქონდა დაკარგული, თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.