ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის  გზაზე სოფელ ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ92 (სოფელ ბაბილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

აღნიშნულ მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული ღვარცოფული პროცესების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.