გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 16 და 20 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.
კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.
სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია - გარემოს ეროვნული სააგენტო
თუ გსურს „ტრამპ თაუერი“ ააშენო ან ქუჩას ტრამპის სახელი დაარქვა, კარგი. მაგრამ, „სად არის კონკრეტული შედეგი?“ ეს არის, რაც ტრამპს ნამდვილად აინტერესებს - „ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი
“საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს” - ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
„ყველაფერს მივეჩვიეთ უკვე, არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები არც ევროსაბჭოში, არც ევროპარლამენტში“ – ირაკლი კობახიძე
ირანი თანდათანობით გაიხსნება დანარჩენი სამყაროსთვის, რომელი ქვეყანაც დაასწრებს ირანთან ურთიერთობას, ის მოიგებს - თორნიკე შარაშენიძე
თუ უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, მას კომისია გაესაუბრება - ალექსანდრე დარახველიძე
1782293280