წინა შავ პარასკევს თუ რაღაცები ვერ მოასწარით, ეს მხოლოდ სტრატეგიის არარსებობის ბრალია. ამიტომ ქვემოთ გასწავლით, როგორც მომხმარებელმა, როგორ უნდა დაგეგმოთ ეს დღე ისე, რომ იმედგაცრუებებსაც არიდოთ თავი და ბიუჯეტის გარღვევასაც…

განსაზღვრეთ ბიუჯეტი ახლა

წინასწარ დაადგინეთ, რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ სადღესასწაულო პერიოდში, რა გჭირდებათ აუცილებლად, იქნება ეს საჩუქრები თუ სახლის ნივთები. დაიანგარიშეთ მაქსიმუმი, რისი დახარჯვაც შეგიძლიათ და პროცესში არც კომპანიის წვეულებები დაგავიწყდეთ. მას შემდეგ, რაც გაიგებთ, რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ, იმ ადამიანების სია შეადგინეთ, რომელთათვისაც იშოპინგებთ — ასე დაახლოებით განსაზღვრავთ, თითოეული ადამიანისთვის რა ღირებულების საჩუქარი უნდა იყიდოთ. შემდგომ კი უშუალოდ საჩუქრის იდეებზე დაფიქრდით, იქნება ეს ტანსაცმელი, ტექნიკა თუ სხვა რამ.

შეამოწმეთ რეკლამები

პირველი თქვენი საყვარელი მაღაზიების რეკლამები შეამოწმეთ, მაგრამ არც ისინი დააიგნოროთ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ. ამაზონი კი შეიძლება იდეალური არჩევანი იყოს, მაგრამ სხვა ონლაინ გამოწერის საიტებიც განიხილეთ… 

აწონ-დაწონეთ ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში არსებული შოპინგის გამოცდილება 

თუ რიგებში დგომა არ შეგიძლიათ, ონლაინ შოპინგი საუკეთესო ალტერნატივაა, თუმცა ცოტა შეზღუდვებით: ნაკლები მარაგი, საიტის ხარვეზი თუ სხვა. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, მაღაზიის ვებგვერდზე შავი პარასკევის შეთავაზებები უფრო ადრე დაიდოს, ვიდრე თავად მაღაზიაში… თუმცა რას იტყვით რიგში დგომაზე ექსკლუზიური შეთავაზების მისაღებად?! თქვენი მოთმინებისთვის კარგი გაკვეთილი კი არის, მაგრამ ამასთან, კარგად აწონ-დაწონეთ, რამდენად გიღირთ ეს ძალისხმევა კონკრეტული პროდუქტის მისაღებად. 

დაიწყეთ შოპინგი ადრე

შავი პარასკევის აქციები ხშირად ამ პარასკევის დადგომამდე ბევრად ადრე ცხადდება, ამიტომ ყურადღებით იყავით, შესაძლოა, საუკეთესო შეთავაზების მისაღებად სულაც არ დაგჭირდეთ გრძელ რიგებში დგომა. 

მოემზადეთ რიგებში დგომისთვის

თუ შოპინგს მაინც შავ პარასკევს გადაწყვეტთ, მოემზადეთ რიგებში დგომისთვის — რაიმე გასართობი გქონდეთ ხელში, ახალი ფლეილისტი შექმენით ან აუდიოწიგნს მოუსმინეთ. ყურსასმენები არ დაგრჩეთ და ყიდვისას ისეთ რაიმეზე შეაჩერეთ არჩევანი, რაც გადაადგილებას არ გაგირთულებთ. 

გადმოწერეთ აპლიკაციები დამატებითი დანაზოგის მისაღებად

სწორედ გრძელ რიგებში დგომისას გექნებათ დრო, შეამოწმოთ საუკეთესო ფასში ყიდულობთ თუ არა კონკრეტულ ნივთს — გახსენით აპლიკაციები და ნახეთ, რაიმე დამატებითი შეთავაზება ხომ არ გელოდებათ იქ… 

თავი აარიდეთ იმპულსურ შესყიდვებს

როცა შავი პარასკევისთვის კარგი დანაზოგი გაქვთ გაკეთებული, შესაძლოა, ჩათვალოთ, რომ რამდენიმე დამატებითი ნივთი არაფერს დაგაკლებთ, თუმცა ეს ასე არ არის. ამიტომ, ეცადეთ თქვენს სიას მკაცრად მიჰყვეთ.

გააქტიურდით სოციალურ მედიაში

ახლავე გამოიწერეთ თქვენი საყვარელი მაღაზიების სოციალური ქსელები და თვალი ადევნეთ მათ სიახლეებს. შესაძლოა, სწორედ ამ გზით გაიგოთ შავი პარასკევის საუკეთესო შეთავაზებების შესახებ, მიიღოთ ფასდაკლების კუპონები თუ ექსკლუზიური შეთავაზებები. 

იყავით კეთილგანწყობილი კონსულტანტების მიმართ

გახსოვდეთ, რომ კონსულტანტებიც ძალიან იღლებიან გრძელი რიგებით, რთული მომხმარებლებითა თუ სადღესასწაულო დღეებში მუშაობით. შესაძლოა, თავადაც სურდეთ ამ დღეს შავი პარასკევის შეთავაზებებით სარგებლობა, მაგრამ ფიზიკურად არ ჰქონდეთ ამის შანსი… მსგავს სტრესულ დღეს კი თქვენ შეგიძლიათ მისთვის ნათელი წერტილი იყოთ და დამატებითი წნეხის ქვეშ აღარ მოაქციოთ იგი. მით უმეტეს, რომ ერთადერთი, რაც გაყიდვების კონსულტანტებთან ურთიერთობისას მოგეთხოვებათ, კეთილგანწყობაა, თანაც ასე კიდევ უკეთესი მომსახურების მიღების შანსებს გაზრდით.

marketer.ge