იაპონიის კუნძულ კიუშუზე ვულკანი რამდენჯერმე ამოიფრქვა, რის შედეგადაც კვამლისა და ფერფლის ღრუბელი 4.4 კილომეტრის სიმაღლეზე ჰაერში აიჭრა და ათობით ფრენა გაუქმდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ვულკანი საკურაჯიმა, რომელიც ქალაქ კაგოშიმასთან ახლოს მდებარეობს, დღეს სამჯერ ამოიფრქვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს საკურაჯიმას პირველი ამოფრქვევაა თითქმის 13 თვის განმავლობაში.

საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სხვადასხვა ინტენსივობის ამოფრქვევები რეგულარულად ხდება.

interpressnews.ge