საქართველოს შავ ბაზარზე ახალი საშიში ნარკოტიკი გამოჩნდა. ამის შესახებ ექიმი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.

მედიკოსი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება უმძიმეს მინარევებს შეიცავს და მისის გამოყენება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

"მეგობრებო, ვიცი, რომ ეს შესაძლოა, ყველაზე შესაბამისი დრო არ იყოს, მაგრამ არ შეიძლება, რომ არ გაგაფრთხილოთ!

უკვე ორი დღეა, რაც შავ ბაზარზე გამოჩნდა ნარკოტიკი, რომელიც შეიცავს უმძიმეს მინარევებს. მისი გამოყენება იწვევს ზედოზირებას, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში - გულის რევას, ძლიერ ალერგიულ რეაქციებს, მაღალ ტემპერატურას, სუნთქვის უკმარისობას და სხვა სერიოზულ გართულებებს.
ასევე, ნარკოტიკებში კვლავ დაფიქსირდა ფენტანილის შემცველობა, რაც განსაკუთრებით საშიშია. გთხოვთ, იყოთ ფრთხილად! უკვე დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა მძიმე ინტოქსიკაციისა და გართულებების.
რას ვაკეთებთ ასეთ შემთხვევაში?
 1. არასდროს ვიყენებთ უცნობ ნივთიერებებს.
 2. ინტოქსიკაციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ვუკავშირდებით 112-ს ან მივმართავთ ახლომდებარე კლინიკას.
 3. ზედოზირების ნიშნების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად ვიძახებთ 112-ს და ვიყენებთ ნალტრექსონს (თუ ეს შესაძლებელია).
გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვა ადამიანების სიცოცხლეს!
ფრთხილად იყავით!, - წერს მედიკოსი.