სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის 1 წლით გადავადების საფასური 5000 ლარი იქნება. „თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს.
პროექტის პირვანდელ ვარიანტში აღნიშნული მოსაკრებლის ოდენობა 10 000 ლარი იყო, რაც ორჯერ შემდეგ შემცირდა.
ცვლილებები სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალ წესებსა და ვადებს ადგენს. ასევე სიახლეა ისიც, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სისტემაში იქნება შესაძლებელი.
თავდაცვის სამინისტროს პოზიციით, „თავდაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები ქართული ჯარის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მოქმედი კოდექსით, სავალდებულო ჯარში გაწვევის 18 თვით გადავადების მოსაკრებელი 2000 ლარია.