ორგანიზაცია TasteAtlas-მა საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნების საერთაშორისო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 26-ე ადგილს იკავებს.
TasteAtlas ბულგარეთში 2018 წელს დაფუძნდა და ის ყოველწლიურად განახლებულ რეიტინგს აქვეყნებს. ქვეყნებზე სარეიტინგო ქულის მინიჭებისას პლატფორმა ითვალისწინებს: პოპულარობის, მოთხოვნის, მრავალფეროვნების, ხელმისაწვდომობისა და მომხმარებლების შეფასებების ფაქტორებს.
2022 წლის რეიტინგის სათავეში ტრადიციულად იტალიაა, რომელსაც 5-ბალიანი სისტემიდან 4.72 ქულა აქვს; 4.69 ქულით მეორე ადგილს საბერძნეთი იკავებს; ხოლო მესამე ადგილზე ესპანეთია, რომელსაც 4.59-ბალიანი შეფასება აქვს.
TasteAtlas-ის მიხედვით, საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება: 
საქართველო რეიტინგში 26-ე ადგილზეა და ის რამდენიმე ეროვნული კერძითაა წარმოდგენილი, მათ შორისაა: ხინკალი, ხაჭაპური, ხარჩო, ლობიანი, მწვადი, ტოლმა და კუპატი.
საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნების რეიტინგში საქართველო 26-ე ადგილზეა - TasteAtlas
ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე - ირაკლი კობახიძე
საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება
,,ტყუილად ნუ წვალობთ! ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი" - ექსპრემიერი მე-6 წერილს აქვეყნებს
იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას- ირაკლი კობახიძე
ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი გახდეს - კობახიძე