მსახიობი, პროდიუსერი და მეწარმე გადადგამს შემდეგ ნაბიჯს ბრენდის მოძრაობაში, რომელიც 300 no-ში არის ფესვგადგმული… Tanqueray-ის საკულტო ლონდონური მშრალი ჯინი ოსტატობის მრავალწლიანი ტრადიციითა და მომავლისკენ სწრაფვით გამოირჩევა, შთააგონებს ადამიანებს, არასდროს წავიდნენ კომპრომისზე და ყოველთვის აამაღლონ თავიანთი სტანდარტები. სარა ჯესიკა პარკერი კი მათი გლობალური ელჩია, რომელიც მწარე სიმართლეს გვეუბნება: There’s an N and an O in every ICON.

„Tanqueray-ის მემკვიდრეობა კომპრომისებზე არასდროს წასვლას ეხება. ამ პარტნიორობით კი უფრო „არებს ვზეიმობთ, ვიდრე „კის, რადგან „არამ მოგვიყვანა იმ გზამდე, რომელიც დღეს ნამდვილად გამორჩეულია. საკუთარი ხედვის დათმობაზე უარის თქმით, სარა ჯესიკა პარკერი შესანიშნავი არჩევანი იყო, გამხდარიყო ამ მოძრაობაში ჩვენი პირველი კულტურული ხმა, — განმარტავს პატრიცია ბორგერი, Gins and Rums for Diageo-ს მმართველი დირექტორი. 

როგორც ჩანს, სარაც ასე ფიქრობს:

„მოხარული ვარ Tanqueray-ისთან გაერთიანებით, რათა ვიზეიმო ბევრი „არა, რომელსაც სრულყოფილებისკენ სწრაფვისას ყველანი ვხვდებით. იმ „არებმა, რომლებიც ჩემი ცხოვრებისა და კარიერის მანძილზე დავაგროვე, მიბიძგა და მიმიყვანა ყველაზე მოულოდნელ და სანახაობრივ ადგილებში. ისინი ჩემი თავგადასავლის ნაწილი გახდა და მადლიერი ვარ თითოეულისთვის.

კამპანია ერთ ფაქტს ეფუძნება, რომ თითქმის ორი საუკუნის წინ Tanqueray-ის შესანიშნავი ჯინის მიღებამდე, ოსტატებმა 300 რეცეპტი დაიწუნეს, დანარჩენი კი თავად ნახეთ:

www.marketer.ge