2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, 39,630 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 17.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2023 წლის მაისში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 22.1%-ით მეტია 2023 წლის აპრილში გამოქვეყნებული ვაკან- სიების რაოდენობასთან შედარებით.
2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, 7,384 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 48.3%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 149.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, 10,495 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.2%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 114.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, 9,313 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კა- ტეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 31.8%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 120.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.