23 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო პროგრამის Starring Georgia-ს ფარგლებში, Justin Timberlake ესტუმრება. ინფორმაციას Black Sea Arena ავრცელებს და დასძენს, რომ კონცერტი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართება.

ბილეთების Pre Sale მხოლოდ Starring Card-ის მფლობელებისთვის 7 აპრილს 12:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 8 აპრილის 12:00 საათიდან TKT.GE-ზე დაიწყება.

„Justin Timberlake ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოპვარსკვლავია, რომელმაც მთელი თავისი კარიერა შემოქმედებით ქარიშხალში გაატარა - Disney-ს სტუდიაში დაწყებული კარიერა 90-იანი წლების სენსაციად ქცეულ *NSYNC-შიგაგრძელდა, ხოლო ახალი საუკუნის მიჯნაზე ახალი ვარსკვლავის დაბადებავიხილეთ, რომელიც დღესაც ისე ანათებს, როგორც ყოველთვის

10 გრემის ჯილდო, ოსკარის ნომინაცია, ათობით მილიონი გაყიდული ალბომი დამსოფლიოს ყველა კუთხეში გავსებული საკონცერტო დარბაზები Justin Timberlake წარმატების გასაზომად ალბათ საკმარისია, მაგრამ მისი კარიერა უფრო მეტია, ვიდრე რიცხვები. მისი მრავალწლიანი კარიერა კვეთს მუსიკის საზღვრებს, რადგან მან გვაჩვენა, რომ შეუძლია იყოს ნიჭიერი მოცეკვავე, საინტერესომსახიობი და ფილანთროპი, რომელიც მუდმივად რჩება გართობის ინდუსტრიისმთავარ სახედ.

Starring Georgia-ს ფარგლებში ქართველი მსმენელი უკვე განებივრებულია მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, მაგრამ Justin Timberlake პოპმუსიკის ისტორიის კიდევ სხვა ფურცელია, რომელიც აუცილებლად უნდა გამხდარიყო ჩვენი პროექტის ნაწილიც“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.