საქართველოში სულ 3 617 სოფელია, აქედან 200 დაუსახლებელია - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024-ის მონაცემებში.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში 40 სოფელია ისეთი, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. ყველაზე დიდ დასახლებას კი დიღომი მიეკუთვნება, სადაც 22 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
