ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე არსებული გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია იწყება. არსებული სახიდე გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანი დაზიანების გამო მისი აღდგენა მიზანშეწონილი არ არის, რის გამოც პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს ხიდის სანაპირო და შუალედური ბურჯების გამაგრებას, რკინაბეტონის კონსტრუქციების, საყრდენი ბალიშების, ანტისეისმური საბჯენების, ანკერებისა და ბეტონის ბაქნების მოწყობას, ასევე სავალი ნაწილის რეაბილიტაციას.
პროექტის განხორციელების შედეგად, ილტოს სათავე ნაგებობის ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი, უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახიდე გადასასვლელი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკის შეუფერხებელ გადაადგილებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ინფრასტრუქტურის საიმედოობასა და მდგრადობას.
ილტოს სათავე ნაგებობის გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს