საქართველოში მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 08:07 საათზე დაფიქსირდა, მიწისძვრის ეპიცენტრი კი ქალაქ ამბროლაურიდან 7კმ-ში, სოფელ ხონჭიორში იყო.
პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 4,4 მაგნიტუდას შეადგენდა.