„საქართველოში მადრიდის „ატლეტიკოს“ აკადემია გაიხსნება“, - ამის შესახებ განცხადება „დინამო თბილისის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პროექტი უკვე დასრულებულია.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი ამჟამად ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანია. 2005-06 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 2006 წელს ესპანეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.