რუსი მწერალი და აქტივისტი, ვიქტორ შენდეროვიჩი აცხადებს, რომ საქართველოში არშემოშვების გამო სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

„თვე-ნახევრის წინ საქართველოს შსს-მ არ შემომიშვა ქვეყანაში, ყველანაირი განმარტების გარეშე. ამით კი ჩამიშალა ორი წარმოდგენა – თბილისსა და ბათუმში.

გადავწყვიტე, რომ შეცდომის გამოსწორების შანსი მივცე საქართველოს პატივცემულ ხელისუფლებას და შევიტანე სარჩელი“, –  დაწერა შენდეროვიჩმა ფეისბუკზე.