ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციამ (AAWE) მსოფლიოს 43 ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე ვენახის ფართობის რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევა 2021 წლის შედეგებს ეყრდნობა.
AAWE-ს მონაცემებით, მოლდოვა არის #1 ქვეყანა, სადაც 100 მოსახლეზე ყველაზე მეტი, 4 ჰა, შესაბამისად, 1 სულ მოსახლეზე - 400 მ². ვენახი მოდის. საქართველო ამ რეიტინგში მეოთხე ადგილზეა მოლდოვას, ესპანეთის და პორტუგალიის შემდეგ. AAWE-ის მონაცემებით, საქართველოში 100 მოსახლეზე 1.32 ჰა ვენახია, რაც 1 სულზე - 132 მ²-ია.
პირველი ათეულში მოხვედრილი ქვეყნების შედეგები ასეთია:
მოლდოვა - 100 მოსახლეზე 4 ჰა ვენახი;
ესპანეთი - 100 მოსახლეზე 2.03 ჰა ვენახი;
პორტუგალია - 100 მოსახლეზე 1.89 ჰა ვენახი;
საქართველო - 100 მოსახლეზე 1.32 ჰა ვენახი;
იტალია - 100 მოსახლეზე 1.21 ჰა ვენახი;
საფრანგეთი - 100 მოსახლეზე 1.19 ჰა ვენახი;
ბულგარეთი - 100 მოსახლეზე 0.94 ჰა ვენახი;
რუმინეთი - 100 მოსახლეზე 0.94 ჰა ვენახი;
საბერძნეთი - 100 მოსახლეზე 0.92 ჰა ვენახი;
ახალი ზელანდია - 100 მოსახლეზე 0.80 ჰა ვენახი.
მე-16 ადგილზეა თურქეთი - 100 მოსახლეზე 0.52 ჰა ვენახით; 30-ზე - უკრაინა 100 მოსახლეზე 0.09 ჰა-თ; 31-ზე - რუსეთი - 0.07 ჰა-თ.