სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024-2025 წლის სასწავლო წელს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 30.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 23.7 ათასი. კვლევის თანახმად, სტუდენტთა მიღება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 0.2%-ით ნაკლებია. საქსტატის ამავე კვლევის მიხედვით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯამში 187.8 ათასი სტუდენტი სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 5.6%-ით მეტია. ამასთან, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რაოდენობის 57.7%, ხოლო კერძოში - 42.%.
რაც შეეხება უცხოელ სტუდენტებს, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 37.1 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
მათ შორის უმრავლესობას, 30557 სტუდენტს, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის - მაგისტრატურის , დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) პროგრამის და რეზიდენტურის სტუდენტები შეადგენენ.
საქართველოში, 2024-2025 სასწავლო წლებში ყველაზე მეტი, 16715 სტუდენტი ინდოეთის მოქალაქეა. ჭარბობს იორდანიის (2165 სტუდენტი), ისრაელის(2173 სტუდენტი), სუდანის (1546), გაერთიანებული სამეფოს (1134), ნიგერიის (594) და ლიბანის (876) მოქალაქე სტუდენტები.