საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალურივიზიტით რუმინეთში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორი გიორგიმათიაშვილი რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრსანჯელ ტილვარსა და შეიარაღებული ძალების თავდაცვისშტაბის უფროსს, გენერალ დანიელ პეტრესკუსს შეხვდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა რუმინულ მხარეს მადლობაგადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკურიინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომრუმინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ახლომეგობარი ქვეყანაა, რასაც მოწმობს ქვეყნებს შორისგაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ხოლო თავდაცვის მინისტრების მიერ ხელმოწერილითავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ განახლებულიხელშეკრულება.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები დაარსებული გამოწვევები მიმოიხილეს. ასევე, განსაკუთრებულიადგილი დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების თემას. საუბარიშეეხო ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისარსებულ მექანიზმებსა და თავდაცვის შესაძლებლობებისგაძლიერების მიზნით განხორციელებულ რეფორმებს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებითგანხორციელებაში რუმინეთის წვლილი. განსაკუთრებულიყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროშიორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა დასამომავლო გეგმებს, მათ შორის სამხედრო განათლებისმიმართულებას და ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის ძალების მეთაურიმრავალეროვნული სწავლების Dacian Strike 23 - ის საჩვენებელსწავლებასაც დაესწრო.