კომპანია Nielsen-მა და სტატისტიკურმა ბიურო Gracenote-მა განაახლეს თავიანთი პროგნოზი პარიზის ოლიმპიადის მედლების ჩათვლაზე. წინა პროგნოზი 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა.

განახლებულ რეიტინგში სამი ლიდერი უცვლელი დარჩა: ამერიკის შეერთებული შტატები მოიგებს ოლიმპიადას 39 ოქროს მედლით, მეორეზე გავა ჩინეთი (33), მესამეზე – საფრანგეთი (29). ნახევარი წლის წინ Gracenote პროგნოზირებდა ამერიკელთა – 37, ჩინელების – 35 და ფრანგების 27 ოქროს.

საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ახალი პროგნოზი ასეთია: სამი ოქრო, ოთხი ვერცხლი, ოთხი ბრინჯაო და 23-ე ადგილი.

Gracenote-ის პროგნოზის TOP 10:

აშშ 

ჩინეთი

საფრანგეთი

ნიდერლანდები

ბრიტანეთ

ავსტრალია 

იაპონია

გერმანია 

იტალია 

კორეა

1tv.ge