საქართველოს მოსახლეობის მესამედი კვლავაც სიღარიბეში ცხოვრობს, - ამის შესახებ ISET-ის „საქართველოს მუნიციპალიტეტების სიცოცხლისუნარიანობის შესახებ ინდექსში“ წერია.

კვლევის მიხედვით,  საქართველოს მთლიანი მოსახლეობის თითქმის 1/3 ცხოვრობს თბილისში და მშპ-ს 50%-ს ქმნის.

„დედაქალაქისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მცირდება მოსახლეობა. ამასთან, რეგიონები განიცდიან სიღარიბეს, უმუშევრობასა და სუსტ ეკონომიკურ განვითარებას.

მოსახლეობის მესამედი კვლავაც სიღარიბეშია, 55% კი დღეში 6.85 აშშ დოლარის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება საკვანძოა, სიღარიბისა და სიცოცხლისუნარიანობის არაეკონომიკური მიმართულება კეთილდღეობის კრიტიკულ ფაქტორებს წარმოადგენს“, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის თანახმად, ჩამოთვლილი ინდიკატორების მიხედვით, სიცოცხლისუნარიანობის ინდექსში ლიდერობს თბილისი, მას კი მოსდევს ბათუმი, ყაზბეგი, ფოთი და რუსთავი. რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს ლენტეხი, ცაგერი, მარნეული, მარტვილი და ხულო.