2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საზღვრის 7 173 157-ჯერ კვეთა დაფიქსირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში 2 748 806 შემოსვლა და 2 785 564 გასვლა დაფიქსირდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთაში დიდი წილი, 28% რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყანაში შემოსვლის 768 937 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელმა 778 700 შეადგინა. შესაბამისად, მესამე კვარტალში საქართველოდან 9 763-ით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა.