ინტერნეტის სიჩქარის გლობალური მონიტორის - Speedtest Global Index-ის სტატისტიკის თანახმად, საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში მე-14 ადგილზე იმყოფება.

2025 წლის რეიტინგის მიხედვით, ქვეყანა ერთ წელიწადში 4 პოზიციით დაწინაურდა.

Speedtest Global Index-ს მიხედვით, საქართველოში მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე წამში 169.82 მეგაბაიტია, რითაც საქართველო სამხრეთ მაკედონიას და ნიდერლანდებს შორის მდებარეობს.

მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს პირველ სამეულში, შედის არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და ქუვეითი.