ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) - მსოფლიოში მედიის თავისუფლების ახალი ინდექსი გამოაქვეყნა. მასში შეფასებულია მედიის მდგომარეობა 180 ქვეყანაში. 

საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია და ქვეყანამ ინდექსში 103-დან (2024) 114-ე (2025) ადგილზე გადაინაცვლა.  

წლევანდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური დასუსტება დღეს მედიის თავისუფლების უმთავრესი საფრთხეა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები მედიის თავისუფლების ყველაზე თვალსაჩინო დარღვევაა, ეკონომიკური ზეწოლაც არის ერთ-ერთი უმთავრესი, უფრო მზაკვრული პრობლემა... როცა ჟურნალისტებს უჭირთ, მათ აღარ რჩებათ საშუალება წინააღმდეგობა გაუწიონ მედიის მტრებს - მათ, ვინც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ჩემპიონები არიან“, - წერია ანგარიშში.

მედიის თავისუფლების ხარისხით გამორჩეული ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან: ნორვეგია, ესტონეთი, ნიდერლანდი, შვედეთი და ფინეთი.