2023 წლის 14 ივლისის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.66 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 631 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 420 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4,118 პირმა მათზე გაცემულითანხა კი 11,684,674.97 ლარს შეადგენს.

„საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის ივნისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის ივნისის ჩათვლით 49.1%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 10.1% შეადგინა. 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.63 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 628 მილიონი ლარია“, - ნათქვამია ანგარიშში.