ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი შოვში დატრიალებული ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
სამძიმრის სიტყვები ევროკავშირის კომისარმაTwitter-ზე გამოაქვეყნა.
„სამძიმარს ვუცხადებ შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ვიმედოვნებ, რომ სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებით ჩატარდება. ჩვენ ვლოცულოვთ ქართველ ხალხთან ერთად“, - წერს ოლივერ ვარჰეი.