გლობალური დათბობა რომ მწვავე პრობლემაა, ეს ყველამ ვიცით, თუმცა, თეორიულად. ბოლომდე გააზრებაც გვიჭირს, ყოველდღიურობაში იკარგება და არც ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ რაიმეს შესაცვლელად. ამიტომაც Deutsche Telekom-ის გერმანულმა ბრენდმა კლიმატის ცვლილების გავლენაზე მინიატიურული ქალაქებით გადაწყვიტა საუბარი. 

ჰამბურგის Miniatur Wunderland-ში არსებული აუგმენტური რეალობის აპლიკაცია ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, საკუთარი თვალით ნახონ გლობალური დათბობის შედეგები. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტორი პატარა გოგოა, რომელიც საკუთარი თვალით ხედავს, როგორი იქნება მომავალი თუ გლობალური დათბობის პრობლემას არ მოვაგვარებთ:

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადგილს ყოველწლიურად 25 მილიონი ადამიანი სტუმრობს, ამიტომაც კამპანიის გზავნილი დიდ მასშტაბებს მიაღწევს და გვიბიძგებს კიდეც არსებულ რეალობას თვალი გავუსწოროთ. 

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Grabarz & Partner-მა იმუშავა. 

წყარო: marketer.ge