სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირება ჩაატარეს ბათუმში, საბავშვო ბაღ სტარ ბათუმში, სადაც გამოვლინდა არასათანადო რეცხვა-დეზინფექციის პრობლემა. ასევე აღმოჩნდა, რომ ის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში - სტარ ბათუმი (ს/კ 345682692). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი დარღვევების გამოსწორებამდე." - ნათქვამია განცხადებაში.